კორონავირუსი
კორონავირუსი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალს დაუდასტრდა
FaceBook
კორონავირუსი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 55 წლის ქალს დაუდასტურდა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს.
ეპიდემიოლოგების  განმარტებით,  ამ დროისთვის მისი კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 39 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და აქედან ერთი იყო დადებითი.


ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 11 პაციენტი გადის, ორ მათგანს გამოჯამრთელებასთან დაკავშირებით საკონტროლო ტესტს დღეს აუღებენ, ხოლო საჩხერის სამედიცინო ცენტრში სამი კორონავირუსით ინფიცირებული პირი მკურნალობს, სამი კი კორონავირუსისგან განიკურნა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

იმერეთის ხუთ საკარანტინო სივრცეში 480 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში რჩება 76 პირი.
Print