კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი მკურნალობს.

ერთი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი კლინიკაში თერჯოლის ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს. დღის განმავლობაში კლინიკაში კიდევ ორ პაციენტს, დედა–შვილს ბათუმიდან  გადაიყვანენ. ჯამში, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით  ინფიცირებული სულ 13 პაცინეტი იქნება.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227–მდე გაიზარდა. მათგან, 52 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 410 პირი.

Print