ახალი ამბები
ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან
FaceBook
9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან წელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადების გამო ადგილზე არ მივლენ. უწყებამ 9 აპრილის მოვლენებს მხოლოდ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

მემორიალთან არც მერიის წარმომადგენელები მისულან. მერიაში  9 აპრილის ტრაგედიას სოციალური ქსელითაც არ  გამოხმაურებიან.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღეს,  გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხდდა, რომლის მიხედვით ქუჩაში სამზე მეტი ადანიანის შეკრება იკრძალება.

Print