კორონავირუსი
ქუთაისის ცხელების ცენტრში ჩატარებული ათი ტესტიდან კორონავირუსზე ყველა უარყოფითია
FaceBook
ქუთაისის ცხელების ცენტრიდან იმერეთის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, იმერეთის ლაბორატორიაში დღეის მონაცემების 400-ზე მეტი ტესტი შემოწმდა კორონავირუსზე.

'' 400-ზე მეტი შემოწმებული ტესტიდან 14 პაციენტის პასუხი იყო დადებითი კორონავირუსზე", - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ქუთაისის ლაბორატორიაში 45 საეჭვო პირის ანალიზი გამოიკვლიეს, აქედან სამი მათგანი იყო დადებითი.

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან იმერეთის ლაბორატორია დღეს  4 პაციენტის ბიოლოგიურ ნიმუშს შეამოწმებს.

ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონის მეუღლეს, რომლის დიგნოზის  გამოც მუნიციპალიტეტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, კორონავირუსი დაუდგინდა,ასევე დადებითი პასუხი აქვს  კორონავირუსზე ქალბატონის სიძეს, ისინი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სულ კორონავირუსის დიაგნოზით 9 პაციენტი მკურნალობს.

ქუთაისის ლაბორატორიაში სულ კორონვირუსის დადასტურებული 14 შეთხვევაა, აქედან სამი მათგანი გამოჯამრთელდა და თვითიზოლაციაში გადავიდა.


Print