კორონავირუსი
აფთიაქებში ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა დაიწყება
FaceBook

ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების სააფთიაქო ქსელებისთვის მიწოდება დაიწყო, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.


მინისტრის თქმით, დაახლოებით ორ დღეში ქართული ქარმოების მრავალჯერადი პირბადეები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწდომი და მისი ფასი 50 თეთრი იქნება.

"დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. 400 ათასი პირბადეა საწყის ეტაპზე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს და საუბარი გვაქვს "ავერსზე", "ფარმადეპოზე", "პე ეს პე"-სა და "ჯი პი სი"-ზე. ეს ოთხი ქსელია ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ პირბადეების გადანაწილება მოსახლეობისთვის. ყველაზე გვიან შაბათ დღეს, უკვე ყველა ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის შეძენა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნატია თურნავას თქმით, სახელმწიფოს ქართული მრავალჯერადი გამოყენების პირბადე 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა მოქალაქეებს პირბადის შეძენა 50 თეთრად შეეძლებათ.

 

Print
თეგები: #პირბადეები