კორონავირუსი
სპეციალური გამშვები პუნქტები ვანის შესასვლელებში მოეწყობა
FaceBook

პანდემიის გამო სპეციალური გამშვები პუნქტები ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოეწყობა, -  ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, რეგულაციების გამკაცრება მუნიციპალიტეტში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევას უკავშირდება, სპეციალურ პუნქტებში მოქალაქეებს შეამოწმებენ და თერმოსკრინიგს ჩაუტარებს.

''დაფიქსირდა რამდენიმე ახალი შემთხვევა, საიდანაც ერთ-ერთი უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს. მიმდინარეობს შემთხვევის შესწავლა, დადგენილი გარკვეული კონტაქტები და მიმდინარეობს მათთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნას იგივე რეგულაციები, რაც დანარჩენ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მოქმედებს. იქნება პროაქტიული თერმოსკრინიგნი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოდება შემოწმება ჩვენი თანამოქალაქეების", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

სპეციალური გამშვები პუნქტები ამ დრომდე რამდენიმე ქალაქშია მოწყობილი,სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ, მათ შორისაა თბილისი, გორი,ბათუმი, ფოთი და ქუთაისი.

 

Print