კორონავირუსი
სააღდგომო ნობათს ბენეფიციარებს სახლში მიუტანენ
FaceBook
ქუთაისის მერია ტრადიციულ სააღდგომო ნობათს, პანდემიის გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანს.

მერიაში აცხადებენ, რომ ნობათის დარიგება ამ კვირაში დაიწყება და აღდგომის დღესასწაულამდე დასრულდება.


ფქვილი, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, კარაქი, რძე, კანფეტი, კვერცხი და ტკბილეულს – ამ სურსათს მიიღებს 2750 ბენეფიციარი მერიისგან საჩუქრად.

ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათის შესაძენად 60 000 ლარამდე დახარჯა.


Print