კორონავირუსი
ქუთაისის ცხელების ცეტრში 8 პაციენტს კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითი აქვს
FaceBook
ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში გაგზავნილი 8 ბიოლოგიური ნიმუშიდან, კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.
ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში 8 აციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაგზავნეს.

''8 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია", – აცხადებს არჩილ მუკბანიანი.

მუკბანიანის ინფორმაციით, ქუთაისი ცხელების ცენტრს 24 საათის განმავლობაში 28 პაციენტმა მიმართა, დღეს 5 პაციენტს ტესტს აუღებენ და ქუთაისის ლაბორატორიაში გაგზავნიან გამოსაკვლევად.

იმერეთის რეგიონში ამ დროისათვის კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 3 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 48 გამოჯამრთელდა, სამი კი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პირი.

 

Print