კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდგინდა.


ერთი პაციენტი სამტრედიიდან გუშინ გვიან ღამით გადმოიყვანეს, ხოლო მეორე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქუთაისში კორონავირუსის სულ რვა შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ოთხი  მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ. სამი პირის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. სულ, ვირუსით 208 ადამიანია დაინფიცირებული. მათგან, 46 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 362 პირი.
Print