კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის ქალბატონი იყო.

თენგიზ ცერცვაძის ცნობით, გარდაცვლილი ოჯახურ კლასტერს ეკუთნოდა და გარდაცვლილის შვილიშვილები კორონავირუსზე მკურნალობის კურსს გადიან.

საქართველოში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 708, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 ადამიანი.
Print