კორონავირუსი
ქუთაისის ლაბორატორიაში შემოწმებული 23 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში 23 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და კორონავირუსზე ყველა ტესტი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში დღეის მონაცემებით 340-ზე მეტი ტესტი შემოწმდა, აქედან მხოლოდ 9 იყო დადებითი.

იმერეთის ხუთივე საკარანტინო სივრცეში სულ 383 ადამიანი იმყოფება , ხოლო თვითიზოლაციაში 98 პირი რჩება.
კარანტინი დატოვა  50 მოქალაქემ, მათ საინკუბაციო პერიოდი დაუმთავრდათ.

საქართველოში დღეის მონაცემებით კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 39 გამოჯამრთელდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა, პირველი გარდაცვლილი ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერს ეკუთნოდა, ხოლო მეორე ე.წ რომანოვების კლასტერს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 383 პირი.
Print