ახალი ამბები
ქუთაისში მიუსაფარი ძაღლებისთვის საკვებსა და მედიკამენტებს აგროვებენ
FaceBook
კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების გამო კვების ობიექტების დახურვამ მიუსაფარი ძაღლები საკვების გარეშე დარჩენა გამოიწვია.

ქუთაისში მოხალისეთ ჯგუფმა მალევე ორგანიზაცია "ერთგული მეგობრებისთვის" შექმნა, სადაც შემოსული შემოწირულობებით ოთხფეხა მეგობრებს საკვებით და მედიკამენტებით ეხმარებიან.

ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებლის რამზეს კილასონიას თქმით, სიტუაცია ძალიან რთულია, რადგან ბევრი ძაღლი დაავადმყოფდა. მისივე თქმით, გავრცელებული ძირითადი დაავადებები სოკო და კანქვეშა ტკიპაა. მედიკამენტების შეძენა კი სიძვირის გამო ძალიან უჭირთ.

"12 ძაღლს ვუმკურნალეთ. დაახლოებით, 250 მიუსაფარი ძაღლის გამოკვებას ვახერხებთ, ჯერჯერობით", - ამბობს რამზეს კილასონია. 

მოხალისეები ძაღლებს საკვებით ქუთაისის მასშტაბით ყოველდღიურად დღეში ერთხელ კვებავენ. მათი თქმით, წამოწყებას კარგი გამოხმაურება აქვს და რიგითი ადამიანები თუ ორგანიზაციები მიუსაფარ ძაღლებს სხვადასხვა საშუალებით ეხმარებიან.

ფოტო: ერთგული მეგობრები

Print