კორონავირუსი
"2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება''
FaceBook

2020 წლის სასწავლო სემესტრი არ ჩავარდება, ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.


ჩხენკელის თქმით, ტელესკოლა და ონლაინ ფორმატი საშუალებას იძლევა, რომ სემესტრი არ ჩავარდეს.

''ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში.
ამ დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში, განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად პროექტი "ტელესკოლა", რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგან პროექტი განკუთვნილია ყველასთვის.

ამ დოკუმენტში დეტალურად არის დისტანციური სწავლების ღონისძიებებიც, კერძოდ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის" – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილება არ განიხილება.

 

Print