კორონავირუსი
საჩხერის მერის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი ცნობილია
FaceBook

საჩხერის მერს კორონავირუსი ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებს საჩხერის პრესსამსახურში განაცხადეს.


საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ აუღეს, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა, საჩხერის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმ-ინფექციონისტია.

ყველა კონტაქტი, რომელიც დადგენილია, არის იზოლაციაში და მათ ვაკვირდებით. ხვალიდან უკვე ველოდებით სწრაფ ტესტებს და ტესტი ყველა იმ ადამიანს გაუკეთდება, ვისაც ბოლო პერიოდში დაინფიცირებულ ექიმთან ყველაზე მეტი კონტაქტი ჰქონდა,"- ამბობს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ტაბატაძე.

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი სავარაუდოდ პაციენტიდან გადაედო.

კორონავირუსი არ დაუდასტირდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10-მდე თანამშრომელს.


საქართველოში ამ დროსითვის კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 36 პირი გამოჯამრთელდა, ორი კი გარდაიცვალა, პირველი გარდაცვლილი ქალბატონი მარნეული-ბოლნისის კლასტერს ეკუთნოდა, მეორე კი ე.წ რომანოვების კლასტერს.


კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386 პირი.

 

Print