კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა
FaceBook

ქუთაისის ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ ერთ პაციენტს, კორონავირუსი დაუდასტურდა.


ლაბორატორიაში გაგზავნილ ოთხ ნიმუშზე, პასუხები, კლინიკაში გახსნილ ცხელების ცენტრში  რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მათგან ერთი აღმოჩნდა დადებითი.

ცენტრის ხელმძღვანელის, არჩილ მუკბანიანის თქმით, პაციენტი 62 წლის ქალბატონია. დადგენილია თუ არა მისი ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით უცნობია. არჩილ მუკბანიანის თქმით, პაციენტს ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, რომელიც ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღები კლინიკაა.
ქუთაისში კორონავირუსი უკვე ექვს ადამიანს დაუდგინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 175 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორისაა 36 გამოჯანმრთელებული და ორი გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5010 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 350 პირი.

 

Print