კორონავირუსი
საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია
FaceBook

საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება.


"დღეისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში არის ვირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთის პასუხი გუშინ საღამოს მივიღეთ. სამივე თავს კარგად გრძნობს და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელია. რაც შეეხება ეკიპირებას, მარაგი დიდია. ექიმები პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიან. ახლა ვიკვლევთ, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო  ექიმი", - ამბობს მიხეილ ქამუშაძე.

ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორ დაიმფიცირდა საჩხერის მერის მეუღლე, საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტს დღეს აუღებენ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 36 პაციენტი უკვე განიკურნა, ხოლო ორი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში - 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 მოქალაქეა.

 

Print