კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.


გარდაცვლილია 81 წლის ქალბატონი, რომელიც ახალ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკიდურესად მძიმე იყო. მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. მათ შორის გადატანილი ჰქონდა ინფარქტი.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც ასევე, თანხლები დაავადებები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ახალი Covid19–ით საქართველოში სულ 170 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 36. ბოლო 24 საათში ვირუსი 12 ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის, ერთი ქუთაისში.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 330 პირი.

 

Print