კორონავირუსი
საჩხერის მერის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა
FaceBook

საჩხერის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ცოლს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.



იგი საჩხერის ერთ–ერთ სამედიცინო ცენტრში მუშაობს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს იღებდა. ბენიამინ ფალავანდიშვილის თქმით, მის ცოლს, ვირუსი, დიდი ალბათობით პაციენტისგან გადაედო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


საჩხერის მერის მეუღლე მესამე მედიკოსია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

სულ ახალი Covid19–ით საქართველოში 170 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 24 საათში ვირუსი 12 ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის, ერთი ქუთაისში.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში 330 პირი.

 

Print