კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან 36 პირი გამოჯანმრთელდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტი განიკურნა, ჯამში 36 პირი.



კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 170 შემთხვევაა, მათ შორისაა 36 გამოჯანმრთელებული.

საქართველოში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გუშინ გარდაცვლილი ქალი მარნეული-ბოლნინის კლასტერს ეკუთნოდა, დღეს დილით კგარდაცვლიალი  ქალბატონი 81 წლის იყო , რომელიც ახალ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს უკიდურესად მძიმე იყო. მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. მათ შორის გადატანილი ჰქონდა ინფარქტი.

ორივე გარდაცვლილი ახალ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
Print