კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანია გამოჯანმრთელებული
FaceBook
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 31 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31, ხოლო ერთი გარდაიცვალა.
Print