კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალბატონია. იგი კლინკაში 31 მარტს, მარნეულიდან გადაიყვანეს. ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. მას რამდენიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა. პაციენტი დღეს, დილის 9 საათზე გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კოვიდ 19–ით დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ, კორონავირუსი დადგენილი აქვს 156 ადამიანს. მათ შორის, 28 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 344 პირი.

Print