კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.

ვირუსი დღეს 30 წლის მამაკაცს დაუდგინდა. იგი თურქეთიდან ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა. მამაკაცს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ ოთხი პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კოვიდ 19–ით დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ, კორონავირუსი დადგენილი აქვს 156 ადამიანს. მათ შორის, 28 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 344 პირი.
Print