ახალი ამბები
ქუთაისში ქუჩებს დეზინფექციას ამინდის გამოსვლის შემდეგ ჩაუტარებენ
FaceBook
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუთაისში ქუჩებს ქუთაისში ქუჩებს სადეზინფექციო საშუალებებით ამინდის გამოსვლის შემდეგ დაამუშავებენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებითვის მათ უკვე შეიძინეს ბიო ხსნარი, რომელიც სხვა ცოცხალ ორგანიზმებს არ დააზიანებს.

"წვიმის გამო გადაიდო და ეს გადაწყვეტილება სპეციალისტებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ. როგორც კი გამოვა ამინდი, დამუშავდება ტროტუარებიც და სკვერებიც მთელი ქალაქის მასშტაბით", - ამბობენ მერიაში.

პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამიტომაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა სწორედ სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.





Print