კორონავირუსი
ქუთაისის აეროპორტი მოგზაურებს ვირტუალურ ტურებს სთავაზობს
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მოგზაურობის მოყვარულებს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე სხვადასხვა მუზეუმების ვირტუალურად მონახულებას სთავაზობს. 


"აღმოაჩინეთ მსოფლიო სახლიდან გაუსვლელად" - ინიციატივის ფარგლებში მოგზაურებს ვატიკანის მუზეუმების ვირტუალურად დათვალიერების სესაძლებლობა მიეცათ. 

როგორც აეროპორტის სოციალურ გვერდზეა ნათქვამი ისინი სხვა ალტერნატიულ იდეებსაც შესთავაზებენ მოგზაურების მოყვარულებს.

,,ვირტუალურ მოგზაურობაზე რა აზრის ხართ?  საუკეთესო გამოსავალი, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და საყვარელ ადამიანებს, სახლში ყოფნაა, მაგრამ ვინ თქვა, რომ ცოდნის გაღრმავება და ახალი ადგილების აღმოჩენა შინიდან არ შეგვიძლია? დარჩითსახლში, ქუთაისის აეროპორტი კი მოგაწვდით იდეებს, როგორ აღმოაჩინოთ მსოფლიო ვირტუალურად," - ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე.


აეროპორტის მიერ მითითებული ინფრომაციით, ვატიკანის მუზეუმების ვირტუალურად დათვალიერება მსურველებს შემდეგ მისამართზე www.museivaticani.va შეუძლიათ.

მუზეუმების მონახულება უფასოა.


Print