ვიდეო
დაცარიელებული ქალაქი (ვიდეო)
FaceBook
კომენდანტის საათის დაცვით მოძრაობა ქუთაისის ქუჩებშიც 21:00 საათიდან წყდება.
ქალაქში აქა-იქ მხოლოდ ერთეულ სწრაფად მიმავალ ავტომანქანსა და ქვეითს შენიშნავთ. 

როგორ გამოიყურება ქუთაისი კომენდანტის საათის დროს, ნახეთ ჩვენი ვიდეო:



კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა აიკრძალა სამ ადამიანზე მეტის შეკრება.

31 მარტიდან, 21 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს კომენდანტის საათი, რა დროსაც აიკრძალება ფეხით და მანქანით გადაადგილება. 70 წელს გადაცილებული პირებისთვის არ შეიძლება შინიდან გამოსვლა, თუ არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო პუნქტში.

აღარ იმოძრავებს საქალაქო თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 


ნახეთ რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს
Print