კორონავირუსი
იმერეთში მეხუთე საკარანტინო სივრცე მოეწყობა
FaceBook

იმერეთში მეხუთე საკარანტინო სივრცე, წყალტუბოში სასტუმრო ''პრომეთეში'' გაიხსნება.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, სასტუმრო ''პრომეთეში'' 55 პირი მოთავსდება.

გოჩა გიორგაძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში 15 საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.


წყალტუბოს სასტუმრო "პლაზაში" 87პირი იმყოფება , ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 144, ხოლო საჩხერის საკარანტინო სივრცეში 57 პირი იმყოფება.

იმერეთში თვითიზოლაციაში 229 ადამიანი იმყოფება 55 კი დღეს დაუსრულდა საინკუბაციო პერიოდი.

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 7 დადასტურებული შემთვევა იყო.

საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 26 გამოჯამრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირი

 

Print