ახალი ამბები
მოქალქეებს მთავრობის მიერ კომუნალურების გადახდაზე უარის თქმა შეუძლიათ
FaceBook
მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ თავად გადაიხადონ კომუნლაურები გადასახადები, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დახმარება უარის თქმა შეუძლიათ.
ამისათვის აბონენტებმა თავიანთ რეგიონში დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს უნდა მიმართონ, რის შემდეგაც სიების დაკორექტირება მოხდება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეს დახმარება სხვა ადამიანებს მოხმარდება. 

მთავრობის მიერ პირველ აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. 

გახარიას განცხადებით, სახელმწიფო კომუნალურ ხარჯებს სამი თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად გადაიხდის. 

შეღავათი დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც მოიცავს.


Print