კორონავირუსი
ქუთაისის ლაბორატორიაში 16 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის ლაბორატორიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 16 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა,
ამის შესახებ ქუთაიპოსტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგაძის თქმით, წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან, ''წყალტუბი პლაზადან'' სტაციონარში ოთხი პირის შემოწმების მიზნით გადაიყვანეს, ამ დროისთვის  ''პლაზაში'' 87 ადამიანი რჩება.

''ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 62 ახალი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც სარფიდან შემოვიდნენ და ამ დროისთვის სანატორიუმში 144 მოქალაქე იმყოფება''-, განაცხადა გოჩა გიორგიძემ

საჩხერეში კარანტინის რეჟიმში 57 პირია, საირმეში 192.

ამ დროისთვის კი თვითიზოლაციაში 269 ადამიანი რჩება.

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა, აქედან  ორი ქუთაისის ახალ ინფექციურში იმყოფება, ხოლო საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს, დანარჩენმა სამი გამოჯმრთელდა და სამედიცინო ცენტრი დატოვა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 26 გამოჯამრთელებულია და თვითიზოლაციაში იმყოფება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260

 

Print