კორონავირუსი
„SOS ბავშვთა სოფელი“ და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები საგანგებო რეჟიმის პირობებზე გადაერთო
FaceBook

საგანგები რეჟიმის პირობები შეეხო ქუთაისში არსებულ  „SOS  ბავშვთა სოფელს“  და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, საგანგებო რეჟიმი აღნიშნულ ინსტიტუციაში,  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ამუშავდა.


„SOS  ბავშვთა სოფელსა  და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში შემუშავდა  შიდა წესები.  მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, ამ წესებმა  ბავშვების უსაფრთხოება უნდა დაიცვას“, - აღნიშნავს ადამიანების ვაჭრობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნათია წივწივაძე.


მისივე ინფორმაციით, გარეშე პირების შესვლა, „ბავშვთა სოფლის“ ტერიტორიაზე და საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში, შეზღუდულია


ბავშვების გამყვან პირებთან ურთიერთობა სოციალური მუშაკის კონკრეტული ნებართვის  გარეშე არ ხდება. ისიც განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში.

სისტემატიური მონიტორინგის ქვეშ არის ბავშვების ჯანმრთელობა. ტემპერატურის  ან სხვა  სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.

იგივე წესები მუშაობს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში.


ქუთაისში ალტერნატიული ზრუნვის ფარგლებში 26 ბავშვი იმყოფება, ხოლო საოჯახო ტიპის სახლებში 50-მდე ბავშვი ცხოვრობს.

Print