კორონავირუსი
გოგი წულაია დააკავეს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარე გოგი წულაია დააკავეს.
"თავისუფალი საქართველოს '' ერთ-ერთი წევრი ლევან ჟღენტი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ გოგი წულაიას დღეს ბრიფინგი ქონდა ცენტრალურ მოედანზე და მისი  დაკავება სწორედ აქ მოხდა.


''ერთ-ერთ ბანკთან ვიყავით, სულ სამი ჟურნალისტი იყო, მეოთხე გოგი.  მოვიდა პოლიცია და არც აქციის და არც ბრიფინგის გამართვის უფლება არ გაქვთო და ხელბორკილები დაადეს", -  განმარტავს ლევან ჟღენტი.

მისი  თქმით, პოლიცია გოგი წულაიას სიტყვიერი შეურაცხობის მიყენებაზეც ედავება, თუმცა გოგი წულაია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს

''თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე ახლა პოლიციის განყოფილებაშია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 

გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის -ის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.


პანდემიის გამო საყოველთალო კარანტინია გამოცხადებული რის გამოც  აკრძაულია მანიფესტაცია, სამ კაცზე მეტის შეკრება და სხვადსხვა სოციალური ღონისძიებები. 

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს

Print