კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციური კლინიკა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
FaceBook
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.
ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხვა განყოფილებები კორონავირუსისთვის დამახასიათებელ პაციენტებთან არ იმუშავებენ.


"ჩვენი მივიღებთ პაციენტებს, რომელთაც ექნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათეებლი სიმპტომები. სხვა განყოფილებები მუშაობას წყვეტენ", – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ.

კლინიკას ერთდროულად 12 პაციენტის მიღება შეუძლია. ამ ეტაპზე კლინიკა 8 პაციენტის ბიოლოგიურ ნიმუშზე ელოდება პასუხს, კლინიკაში სამი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 22 პაციენტი გამოჯამრთელდა და თვითიზოლაციაში გადავიდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5782, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პირი.
Print