კორონავირუსი
22 გამოჯანმრთელებული და 115 დაინფიცირებული–კორონავირუსის სტატისტიკა
FaceBook

საქართველოში Covid19–ისგან უკვე 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


ვირუსი დღეს კიდევ ოთხმა ადამიანმა დაამარცხა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებს ეტაპობრივად დატოვებენ. გამოჯანმრთელებულებს შორის არის დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე. იგი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

 

დაინფიცირებულების სტატისტიკას კი  ბოლო 24 საათში შვიდი ადამიანი დაემატა. გაზრდილია კარანტინის რეჟიმში გადაყვანილთა რაოდენობაც. სავალდებულო იზოლაციაში ბოლო მონაცემებით 5106 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 294 პირი.

მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.
Print
თეგები: #კორონა