კორონავირუსი
გამკაცრებული კონტროლი ქუთაისის შემოსასვლელებთან (ფოტო)
FaceBook
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქუთაისის ყველა მთავარ შემოსასვლელთან დილიდან გამკაცრებულია კონტროლი.
ავტომანქანებით მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე, სამხედრო დანაყოფები. ისინი მგზავრების უმრავლესობას აჩერებენ და სათანადო შემოწმების შემდეგ უშვებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავტომანქანაში მსხდომ მგზავრებს. ახალი რეგულაციით, სატრანსპორტო საშუალებაში სამზე მეტი პირის ყოფნა იკრძალება. მგზავრებს,ასევე, არ აქვთ უფლება მძღოლის გვერდით დასხდნენ.







უკლებლივ ყველა ავტომანქანას სადეზინფექციო ხნარით ამუშავებენ. პოლიცილები და სამხედროები სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილი. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები გადიან თერმო სკრინინგსაც. ტემპერტურული შემოწმება მგზავრებს სპეციალურად მოწყობილ კარავში უტარდებათ.



ქალაქის შემოსასვლელებთან მგზავრთა მკაცრი კონტროლი საყოველთაო კარანტინის დასრულებამდე გაგრძელდება. საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომები 30 მარტს გამკაცრდა.


ნახეთ რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს
Print