კორონავირუსი
იმერეთის სოფლებს პანდემიის გამო სურსათი არ მიწოდება
FaceBook

პანდემიის გამო იმერეთის რეგიონში, სამ სოფელს საკვები-პროდუქტები არ მიეწოდება, სოფლებში დაცარიელებულია სასურსათო მაღაზიები.


არ გადაადგილდება დისტრიბუციის მანქანები, მოსახლეობა ადგილობრივი მთავრობისგან პასუხს ითხოვს.

'' ფული მაქვს რომ ვიყიდო, მაგრამ რა ვიყიდო როცა არაფერია, დახლები დაცარიელდა, ადრე პროდუქტები მანქანით შემოქონდათ კვირაში სამჯერ მაინც და ახლა კვირაში ერთხელ თუ შემოვა და შემოიტანენ რამეს მადლობელი ვიქნებით''-, ამბობს ხარაგაულის მკვიდრი იური ბუაჩიძე


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფლის რწმუნებული შორენა ჭყოიძე, ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ სოფლებში, გოლათუბანში, წიფასა გუდათუბანში, მატარებლით ხდებოდა პროდუქციის შემოტანა,თუმცა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ მატარებელი გაჩერებულია.

შორენა ჭყოიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ფული აქვს მაგრამ ზოგჯერ პურის ყიდვას ვერ ახერხებს.

''რამდენიმე ადამიანმა მითხრა, ფული მაქვს და ვერაფერს ვყდულობო, შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ თუმცა სამივე სოფლებში დეფიციტი აღინიშნება, არც სადისტრიბუციო მანქანები შემოდის, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით", – განმატავს შორება ჭყოიძე.

შორენა ჭყოიძის თქმით, მან მერიას აღნიშნული პრობლემის შესახებ უკვე მიმართა, მისივე თქმით, მოხალისეთა ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა და ისინი ხანდაზმულებს საჭირო პროდუქტებით მოამარაგებენ.

საჩხერის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებული სიტუაციაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიან სოფელ ხრეითში , ხრეითის სოფლის რწმუნებული ქუტთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ სოფელში პროდუქტებზე დეფიციტი არ არის და მოსახლეობას ხელი ყველა პროდუქტზე თავისუფლად მიუწვდება.

არჩილ ჯაფარიძის თქმით, სოფელში მოხალისეთა ჯგუფიცაა შექმნილი, რომელიც 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს ეხმარება.

'' სოფელში დეფიციტი არც ერთ პროდუქტზე არ არის, ყველას თანაბრად მიუწვდება ხელი, სოფელში ფუნქციონირებს მარკეტები, ამის გარდა ხრეითში შემოდის მოძრავი მაღაზიები, დისტრიბუციის მანქანები, რომლებსაც შემოაქვთ სხვადასხვა პროდუქტები''-, განმარტავს არჩილ ჯაფარიძე.

მისი ინფორმაციით, დისტრიბუციის მანქანებს, რომლებიც სოფელ ხრეითში გადაადგილდება, ყველას საშვი აქვს.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სოფელში ჩამომსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.

სოფელ ხრეითში სულ 1224 ოჯახი ცხოვრობს


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულშიც არ შეინიშნება საკვებ-პროდუქტებზე დეფიციტი, სოფლის რწმუნებული, ვახტანგ კაპანაძის თქმით, დისტრიბუციის მანქანები სხვა დროსთან შედარებით ცოტა შემოდის, თუმცა პროდუქციის შემოტანა სოფელში ხდება.

'' პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი მარკეტებში არის, დისტრიბუციის მანქნებიც შემოდის თუმცა ცოტა, ყველას საშვი აქვს''-, ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფიცაა შექმნილი, რომელიც 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აწვდის პროდუქციას.

სურსათის დეფიციტი არც იმერეთის სხვა რეგიონებში შეიმჩნევა, წყალტუბოს, ზესტაფონის,ხონის,ბაღდათისა და ვანის პრესსამსახურები განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტებში საკვები-პროდუქტები საკმარისად არის, დისტრიბუციის მანქნანები კი სპეციალური საშვებით გადაადგილდებიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა აიკრძალა სამ ადამიანზე მეტის შეკრება, კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან - 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს


 

Print
თეგები: #ხრეითი