კორონავირუსი
რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს
FaceBook
პანდემიის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.


საყოველთაო კარანტინის დროს  საგანგებო მდგომარეობის ვადით, 21 აპრილამდე იკრძალება:


– კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან - 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება.

– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

– ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს


– შეკრებებისა და მანიფესტაციების, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრის შეზღუდვა
იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით

იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები

– აეკრძალოთ 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს ფაქტობრივი/რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის დატოვება. გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა


– იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა

– კომერციული ბანკების საქმიანობა


– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

– საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება  რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის (ე. წ. "დრაივის") მომსახურებით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვების გარეშე.
Print