კორონავირუსი
ქუთაისში, ცხელების ცენტრი, ჩხობაძის კლინიკაში შეიქმნება
FaceBook

კორონავირუსის მატარებელი პაციენტების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის, ქუთაისში  ცხელების ცენტრი შეიქმნება.



პაციენტებს „ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი მიიღებს.  მიმღები ცენტრი დღეს იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალაბერიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში დაასახელა
.

მისი თქმით, ცენტრში მისვლა ტემპერატურის მქონე ყველა  ადამიანს შეეძლება. კორონავირუსისთვის დამახასიათებლი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი პაციენტს პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანენ.


"ცხელების ცენტრი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მოეწყობა, ეს  არის ჩხობაძის სახელობის კლინიკა. ცენტრში ყველა ადამიანს შეეძლება მისვლა, ვისაც ტემპერატურა ექნება. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი პაციენტებს კლინიკაში გადაიყვანენ. ცენტრი აღიჭურვება საჭირო აპარატურით", – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდა, რომ ამის საჭიროება  ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დადგებოდა, როცა, დაინფიცირების პირველწყაროს დადგენა შეუძლებელი იქნებოდა.

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 შეთხვევაა დაფიქსირებული.  მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი,  ხოლო სტაციონარში 278 პირი.

Print