კორონავირუსი
სპირტიანი სასმელის სარეალიზაციო ობიქტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება
FaceBook

ლუდის, ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის სარეალიზაციო ობიქტების ფუნქციონირება დროებით იკრძალება, ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.



მთავრობის დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. კერძოდ, დღეიდან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში დღეიდან 3 პირზე მეტის შეკრება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ასევე 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეების (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) სახლიდან გასვლა აიკრძალა. ამასთან, უკვე დღეიდან, 21:00 საათიდან 06:00-სთ-მდე ქვეყნის მასშტაბით, ქვეითად და მსუბუქი ავტომობილით მოძრაობაც იკრძალება. ამასთან, დღეიდან, 21:00-სთ-დან 06:00-სთ-მდე მხოლოდ აფთიაქების ფუნქციონირება იქნება ნებადართული.

 

Print