კორონავირუსი
ქუთაისის ლაბორატორიაში სულ 220 ნიმუში შემოწმდა
FaceBook

ქუთაისის ლაბორატორიაში დღეის მონაცემებით 220 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, ქუთაისიპოსტან საუბარში განმარტავს, რომ ქუთაისის ლაბორატორიაში 220 შესაძლო შემთხვევა განიხილეს.

გოჩა გიორგაძის თქმით, ბოლო 24 საათის განმალობაში ლაბორატორიაში შემოწმდე 17 ბიოლოგიური ნიმუში.

'' იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში არსებული კლინიკებიდან მიღებული 17 ანალიზი გამოვიკვლიეთ და მათგან სამ შემთხვევაში დადასტურდა, აქედან ერთი შემთხვევა სამეგრელოს, ხოლო ორი იმერეთის სამედიცინო დაწესებულებებს უკავშირდება''-, განმარტავს გოჩა გიორგაძე.

გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, ოთხ საკარანტინო სივრცეში 448 მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 339 პირი რჩება.

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 5 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმერეთში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 64 პირი.

საქართველოში კორონავირუსისი 108 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 21 პირი გამოჯამრთელა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პირი.

 

Print