ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებულ სამი პაციენტიდან ერთს COVID-19 დაუდასტურდა.

პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ და კლინიკაში შემოყვანამდე ის კარანტინში საირმის სასტუმროში იმყოფებოდა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 10 ადამიანი მკურნალობს.

აქედან უკვე სამს COVID-19 დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 20 პაციენტი განიკურნა, სამი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან, ორი კი არასრულწლოვანია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266.
Print