კორონავირუსი
კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა
FaceBook
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული 2 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა.
ისინი საავადმყოფოს გვიან ღამით დატოვებენ და თვითიზოლაციაში გადავლენ. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელისთ თქმით, 10 საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღეს და აქედან ცხრა უარყოფითია. ერთი კი დადებითი, კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 20 პაციენტი განიკურნა,სამი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან, ორი კი არასრულწლოვანი ბავშვია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 ადამიანი
Print