კორონავირუსი
იმერეთის საკარანტინო სივრცე დღეს 64 ადამიანმა დატოვა
FaceBook

იმერეთის საკარანტიმე სივრცე, დღეს 64 ადამიანმა დატოვა,

"font-size: medium;">ამის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა განუცხადა.


 

გოჩა გიორგაძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში დღეს შემოწმება 17 ბიოლოგიური ნიმუში, რომლის პასუხებიც გვიან ღამით იქნება ცნობილი, მათ შორის არის მოქალაქეები, როგორც თვითიზოლაციიდან , ასევე კარანტინიდან.

" ქუთაისის ლაბორატორიაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ გვაქვს ოთხი დადასტურებული შემთხვევა, შიდა გავრცელება იმერეთში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, ყველა დადასტურებულ შემთხვევას აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია", - განმარტავს გოჩა გიორგიძე.

გიორგიძის ინფორმაციით, დღეს იმერეთში თვითიზოლაციის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა და სამივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

იმერეთის მასშტაბით კარანტინში 448 ადამიანია მოთავსებული. აქედან საჩხერეში – 59, საირმეში – 210, წყალტუბოს ორ სასტუმროში კი – 179. თვითიზოლაციაშია 339 პირი. 

საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 20 პაციენტი განიკურნა,სამი საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან, ორი კი არასრულწლოვანი ბავშვია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266 ადამიანი

Print