ახალი ამბები
კორონავირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურში კიდევ 3 პაციენტი მოათავსეს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ სამი პაციენტი მოათავსეს.

როგორც კლინიკაში ქუთაისიპოსტს განუმარტეს პაციენტების ანალიზები კვლევისათვის უკვე გაგზავნილია და პასუხს საღამოსთვის ელოდებიან. მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. 

სამივე პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ და კლინიკაში შემოყვანამდე ისინი კარანტინში საირმის სასტუმროში იმყოფებოდნენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 10 ადამიანი მკურნალობს.

აქედან ორს COVID-19 დაუდასტურდა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოთხის პასუხს დღეს საღამოსთვის ელოდებიან, დანარჩენი ოთხზე კი უარყოფითი პასუხი მიიღეს, თუმცა მათ სეზონური ვირუსი დაუდასტურდათ და მკურნალობას განაგრძობენ.

Print