კორონავირუსი
იმერეთში, შესაძლოა, ცხელების ცენტრი შეიქმნას
FaceBook

კორონავირუსის მატარებელი პაციენტების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის, იმერეთში, შესაძლოა, ცხელების ცენტრი შეიქმნას.


ცენტრში მისვლა ტემპერატურის მქონე ყველა  ადამიანს შეეძლება. კორონავირუსისთვის დამახასიათებლი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი, პაციენტს პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანენ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, ამის საჭიროება მაშინ დადგება, თუ ქვეყანაში შიდა გადაცემა უკონტროლო გახდება
.


„ვფიქრობთ, შესაძლოა, იმერეთშიც შეიქმნას ცხელების ცენტრი, სადაც ყველა ცხელების მქონე პაციენტი გაიფილტრება.  ეს აუცილებლობა დადგება მაშინ, თუ შიდა გავრცელება იქნება უკონტროლო და შეუძლებელი გახდება დაინფიცირების პირველწყაროს დადგენა", – განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში გოჩა გიორგიძემ.

ზუსტი ადგილი, სად შეიძლება ცხელების ცენტრი განთავსდეს, ჯერჯერობით,  უცნობია.
ბოლო მონაცემებით, იმერეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 403  ადამიანი, ხოლო კარანტინში 429 პირი.

საქართველოში კორონავირუსის 98 შეთხვევაა დაფიქსირებული.  მათგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა.


რა რესურსი აქვთ ქუთაისის კლინიკებს თუ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება – ნახეთ აქ.

 

Print