კორონავირუსი
ქუთაისის ლაბორატორიაში ჩატარებული 200 ტესტიდან 196 უარყოფითია
FaceBook
ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 17 ტესტიდან ყველა უარყოფითია,
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის საამართველოს ხელმძღვანელმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.

გოჩა გიორგიძის თქმით, დღეის მონაცემებით, ქუთაისის ლაბორატორიაში გაკეთდა 200 ტესტი, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან, აქედან 196 იყო უარყოფითი.

''200 ტესტიდან მხოლოდ ოთხი იყო დადებითი, დადებითი პასუხების შემთხვევაში ერთი ანალიზი აღებულია სამეგრელოს მკვიდრ მოქალაქეზე.

მეორე თერჯოლიდან გადმოყვანილ, აჭარის მკვიდრ მოქალაქეზე, მესამე თბილისში მცხოვრებ პიროვნებაზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მეოთხე ქუთაისის მკვიდრზე, რომელსაც საფრანგეთსა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში საკუთარი ავტომანქანით სახმელეთო გზით, სარფიდან შემოვიდა.ბოლო ორი შემთხვევა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული", -  განმარტა გოჩა გიორგიძემ.

გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში ტესტი კეთდება ე.წ. ოქროს სტანდარტით, პისიარ ტექნოლოგიით, მოლეკულური ტესტირება.

იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 403, ხოლო კარანტინში 429 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსის 97 დადასტურებული შეთხვევაა, აქედან 18 გამოჯამრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4876, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანი.
Print