კორონავირუსი
იმერეთში საკარანტინო სივრცე 43 ადამიანმა დატოვა
FaceBook
იმერეთის 43 ადამიანმა საკარანტინო სივრცე დატოვა, -  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განაცხადა.

გოჩა გიორგაძის თქმით, საირმის საკარანტინო სივრცე 41 ადამიანმა დატოვა, ხოლო საჩხერის სპა ვეგენტი 2 პირმა, მათი ჯამრთელობის მდგომარეობა შემოწმდა და სრულიად ჯანმრთელები არიან.

იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში კორონავირუსთან დაკავშირებული 184 ბიულოგიური ნიმუში შემოწმდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 ანალიზი გაკეთდა, დღეს 17 ნიმუში შემოწმდება, რომლის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი", -  განაცხადა გოჩა გიორგიძემ

იმერეთში 427 ადამიანი იყოფება კარანტინში, 405 თვითიზოლაციაში,საირმის საკარანტინო სივრცეში 208 ადამიანია,დღეს მათ დაემატა სარფიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები, საჩხერეში იმყოფება52,წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 75 ხოლო წყალტუბოს პლაზაში 92 ადამიანი გადის საკარანტინო პერიოდს.

საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 18 გამოჯამრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717,სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268 ადამიანი
Print