კორონავირუსი
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმა
13:12 / 28.03.2020
პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის
რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი 3000-3000 ლარით დააჯარიმა.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში
გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის
ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი
მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.
მათივე ცნობით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის,
ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის
წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის
შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა
და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე
კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის
მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას
ახორციელებდა.
"ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო
რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება
გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას", - აცხადებენ
შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები