კორონავირუსი
იმერეთში 40 ადამიანს თვითიზოლაციის ვადა უმთავრდება
FaceBook
იმერეთში 40 ადამიანს თვითიზოლაციის ვადა უმთავრდება, საკარანტინო სივრცეს კი 5 პირი დატოვებს,
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის საამართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
გოჩა გიორგიძის თქმით, დღეის მონაცემებით  იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 177 ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა, აქედან კორონავირუსის  4 შემთხვევა დადასტურდა. 

'' 4 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი უკავშირდება სამეგრელოს, გუშინდელი დადასტურებული შემთხვევა მუნიციპალურად უკავშირდება იმერეთს", -ამბობს გოჩა გიორგიძე.

გიორგიძის ინფორმაციით, შიდაგავრცელება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, ყველა დადასტურებულ შემთხვევას აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია.

იმერეთის ოთხ საკარანტინო სივრციდან 53 ადამიანი იმყოფება საჩხერეში, 90 წყალტუბოს პლაზაში, 215 საირმეში და 13 წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში, თუმცა 13 პირიდან 5 ადამიანს უმთავრდება საინკუბაციო პერიოდი და დღეს დატოვებს საკარანტინო სივრცეს.

იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 500 ადამიანი.

საქართველოში კორონვირუსის დადასტურებული 85 შემთხვევაა, აქედან 14 პირი გამოჯამრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 329 ადამიანი
Print