კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა
FaceBook

ქუთაისში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა.


პაციენტი 73 წლის მამაკაცია, რომელიც  ოჯახთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოვიდა. იგი მკურნალობას ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადის. კლინიკის ინფრომაციით, მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს
. პაცინეტი სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინიდან გადაიყვანეს.

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს.


ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი
Covid 19–ით 82 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. სავალდებულო კარანტინში 4505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 247 პირი.

მეხუთე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს ბოლნისსა და მარნეულში, სადაც შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მუნიციპალიტეტების სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგება საპოლიციო კონტროლის ქვეშ ხდება.


სატრანსპორტო სქემა ოპტიმიზაციას საჭიროებს.

ეკონომიკისა და ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენელი, დავით კბილაშვილი ამბობს, რომ პრობლემას მგზვართა ნაკადის ყოველდღური შემცირება ქმნის.

„ერთის მხრივ კარგია, რომ ადამიანები სახლში რჩებიან, მაგრამ მეორეს მხრივ, მგზავრთა ნაკადის კლების გამო ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებენ ავტობუსები. ამიტომ, საჭიროა კიდევ ერთხელ ოპტიმიზაცია. ხვალ, გადაზიდავი კომპანიების წარმომადგელბეთან მერიაში შეხვედრა შედგება, სადაც სწორედ ამ საკითხზე იქნება საუბარი. საჭიროა ინტერვალების დაზუსტება, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს ინტერვალები, მაგრამ მთავარია რომ იყოს ტრანსპორტი. ახლა ყველა მსხვილ უბანში მიდის ტრანსპორტი, თუმცა, კუპრაძის ქუჩაზე ნამდვილად არის პრობლემა“,–ამბობს დავით კბილაშვილი.

როგორ გადანაწილდება ავტობუსები ქალაქის მასშტაბით და დანიშნავს თუ არა ქუთაისის მერია კუპრაძის ქუჩაზე საავტობუსო ხაზს, სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ქუთაისში 18 მარტიდან საქალაქო მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. ქალაქში მხოლოდ ავტობუსები მოძრაობენ. აკრძალულია საქალაქთაშორისო სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლაც.

შეზღუდვები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევვენციას უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი Covid19–ით 81 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. სავალდებულო კარანტინში 4505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 247 პირი.

მეხუთე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს ბოლნისსა და მარნეულში, სადაც შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მუნიციპალიტეტების სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგება საპოლიციო კონტროლის ქვეშ ხდება.

 

Covid

Print