კორონავირუსი
კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯამრთელდა.


გამოჯამრთელებული პაციენტებიდან ერთი საჩხერის სამედიცინო ცენტრის პაციენტი იყო.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, იმერეთის რეგიონში შიდა გავრცელება არ დაფიქსირებულა.

'' 167 შესაძლო შემთხვევა გვქონდა, აქედან სამი იყო დადებითი, სამივე უცხოეთში მოგზაურობის ისტორიით''- განმარტავს გოჩა გიორგაძე.

გიორგაძეს თქმით, ამ დროისთვის მათ კორონავირუსზე ტესტი არ აუღიათ, გუშინ კი 25 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს.

გოჩა გიორგაძის, ინფორმაციით იმერეთში თვითიზოლაცია 18-მა პირმა დაასრულა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში რეგიონში სულ 515 პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საჩხერის კარანტინში 54 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის საკარანტინო ზონაში იმყოფება 220 მოქალაქე, "წყალტუბო პლაზაში" 90, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში კი, ამ დროისთვის მხოლოდ 13 მოქალაქეა.

ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება მარნეულის მკვიდრი 26 პირი ხარაგაულში და 28 – თერჯოლაში

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 81 შემთხვევაა,მათ შორისაა 13 გამოჯამრთელებული პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 იმყოფება ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257.

 

Print