კორონავირუსი
1 მაისამდე გადადებული ფრენები - რას სთავაზობს ,,ვიზეარი" მგზავრებს
FaceBook
COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენა 1-ელ მაისამდე შეაჩერა.

მგზავრებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ, ქუთაისის  აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,ვიზეარი" სპეციალურ პირობებს სთავაზობს.

"მომხმარებლები, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა, თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელფოსტაზე.  მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე," - აცხადებენ ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებს 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით. ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ბილეთის საფასურის 100%-ის ფულადი სახით ანაზღაურება.

,,თუმცა ხსენებული პროცედურა შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. ამ შემთხვევაშიც მომხმარებელს მათ ელფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის თაობაზე," - დამატებითი კონსულტაციისთვის მომხმარებლებმა ვიზეარს შემდეგ ნომერზე უნდა მიმართონ:  0706 777 483.
Print